შარლ მიშელი – მინდა, ნათელად ვთქვა: კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის – ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
მინდა ნათელად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს”, – წერს მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ