საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა კი პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა.
ამასთან, 17 მარტს 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრებილნი არიან პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკანაც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სპეცრაზმელებს გადაკეტილი აქვთ ჩიტაძის ქუჩა, საიდანაც სავარაუდოდ დეპუტატები დატოვებენ პარლამენტის შენობას.