ქართულმა რესტორანმა „ნუნუკა“ მიშლენის გზამკვლევის აღიარება მეორედ მიიღო

მადრიდში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ნუნუკა“ მიშლენის გზამკვლევის აღიარება მეორედ მიიღო.
საოჯახო ტიპის ქართული რესტორანი მადრიდში 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა და მალევე მიიპყრო გურმანთა ყურადღება. რესტორანმა 2023 წლის მაისში უკვე მიიღო პირველი მიშლენის გზამკვლევის (Michelin Guide) აღიარება.
„თუ არ იცნობთ ქართულ სამზარეულოს, ეს მიმზიდველი საოჯახო სტილის რესტორანი მადრიდში, ჩუეკას რაიონში შესანიშნავი ადგილია ქართული საკულტო კერძებისა და უგემრიელესი არომატების აღმოსაჩენად.“ – წერს Michelin Guide ქართულ რესტორანზე.
Michelin Guide გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და ანონიმური ინსპექტორების მიერ მკაცრი შერჩევის პროცესის შედეგად რეკომენდაციას უწევს მთელ მსოფლიოში საუკეთესო რესტორნებს.
დაჯილდოების ცერემონიალი 11 აპრილს მადრიდში გაიმართა. შერჩეულ რესტორნებს Michelin Guide-ის აბრები კომპანიის დირექტორმა მიგელ პერედამ და მსოფლიოში აღიარებულმა შეფმა მარიო სანდოვალმა გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას