“ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაც მოისმინა იმ სფეროების შესახებ, სადაც ყველაზე მწვავე საკითხები არსებობს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჭურვებისა და თვითმფრინავების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო ქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში