სალომე ბარათაშვილი სალომე უშხვანის ძმას მიმართავს: „ჩემთან ბრძოლაში დროს ნუ დაკარგავთ!“

სალომე ბარათაშვილი სალომე უშხვანის ძმას მიმართავს: „ჩემთან ბრძოლაში დროს ნუ დაკარგავთ!“
პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილის, სალომე ბარათაშვილის შეფასება პროექტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სალომე უშხვანის ძმას არ მოეწონა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, რაც რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილემ უყურადღებოდ არ დატოვა.
მანამდე, ბარათაშვილმა დაწერა:
„შევეხები „პრაიმ ჰაუსის“ თემას (ეს დღეები ჩართული ვერ ვიყავი, გუშინ შემთხვევით ამომიგდო და გადავხედე).
მოდი, პირდაპირ ვიტყვი, გუშინდელი სერია იყო კატასტროფა. ბავშვებიც უყურებენ და წახალისება თქვენი მხრიდან არ შეიძლება იყოს მონაწილეებო, კაცია და „რა მოხდა“-სი. ძალადობას სქესი არ აქვს, იმედია ვთანხმდებით. ეს ერთი, ახლა მეორე – უშუალოდ მოქმედ ადამიანზე არ მაქვს ლაპარაკი, ამას ვინც „აპრავებს“ ეგ უარესია. აბა, ვინმე სხვა ყოფილიყო გიორგის ადგილას, რა ამბავს ატეხდით. ანამ გამაოცა… სად არის სწორი პოზიციები… მე თქვენ რა უნდა გამომაპაროთ. ყველაფერს ნუ ვიკადრებთ ადამიანებო, მერე რა, რომ თამაშია. ადეკვატური ხალხი იქნებოდით მაშინ, როცა ერთხმად მაგ ფაქტს დაგმობდით. და რა მოხდა? სოფის გარდა ყველა გაჩუმდა და ვინც არ გაჩუმდა უარესი, კაცია და აიტანოსო. არ ვარ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ კიდე ჩავშალო ეს ამბავი, მაგრამ ეს მაინც რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. სიყვარული და მეტი პატივისცემა. ნუ დაკარგავთ ყველაფერს, ცხოვრება გარეთ გრძელდება,“ – წერდა პროექტის ყოფილი მონაწილე.

ასევე ნახეთ:
VIDEO: „ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, ქორწილის ნასუფრალიდან რომ მოდიან…“ – ბაგირა მერიემს