გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა, კერძოდ, ის დაპირისპირება, რა დროსაც ოპოზიციონერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმრავლესობის ლიდერს ს.
„პარლამენტში ჩხუბი სამწუხაროდ, გვინახავს, მაგრამ ასე უკნიდან მიპარვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის მთელი ოპოზიციის ხელი გარტყმული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელსაც ქვეყანაში გამჭვირვალობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ კანონი უნდა მიიღო იმის მიხედვით კი არა, თუ რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, რას გეტყვის მაგალითად, რომელიმე გაერთიანების წარმომადგენელი ან სხვა ქვეყნის ელჩი საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება შესუსტებული, თუ საერთოდ გაუქმებული არა. ამას ხომ პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ და გამოდის, რომ სუვერენული უფლებები ჩვენ საერთოდ არ გვაქვს. ეს მოცემულობაა დღეს და აქედან გამომდინარეობს, რომ ს ხელი დღეს მხოლოდ მდინარაძეს არ მოხვდა. დღეს მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა და საქართველოს საზოგადოებას დაარტყა – ზუსტად იმ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს, რომელსაც ჩვენ უცხოეთის ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან ვიცავთ,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?