მომარაგებული გვაქვს პირბადეები, ჭრილობების სტიკერები, წყალბადის ზეჟანგი, ქოქოსის ნახშირი – პაცცა

სწრაფი კვების ობიექტი პაცცა, წერს:
იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ იცოდეთ:
დღეს პაცცას ინგოროყვას ფილიალში (ზუსტად კანცელარიის წინ) ყოველი შემთხვევისთვის მომარაგებული გვექნება:
• პირბადეები
• წყლები
• სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი (სასუნთქი გზებისთვის)
• წყალბადის ზეჟანგი
• ნატრიუმის ქლორიდი (თვალებისთვის)
• ჭრილობების სტიკერები
• ბამბები
• ქოქოსის ნახშირი
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა. უბრალოდ, ცხადია განუსაზღვრელი ოდენობით ვერ ვახერხებთ ყველაფრის მობილიზებას, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოვაკითხოთ ამ ნივთებს და მედიკამენტებს ♥️🙏 მაგრამ აქვე ვიმედოვნოთ, რომ საერთოდ არც დაგვჭირდება. მშვიდობა და ევროპაა ის, რაც ყველას გვჭირდება ✊🏾

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი