თუკი ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებსაც რაიმე სიკეთე გაუკეთოს, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, არის ამ პარტიის დაშლის მანიფესტი. 20 წლის განმავლობაში, მათ საქართველოსთვის ბოროტების, ზიზღის, ბოღმის, წამებისა და ადამიანების ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანიათ.
20 წელია, ისინი საქართველოს ემტერებიან – ანტიქართული პლატფორმა აქვთ შექმნილი, რომელსაც მათი მთავრობაში ყოფნის დროს, დამატებით სახელისუფლებო ბერკეტები ჰქონდა და ამით ძალადობდნენ. ახლა კი ოპოზიციაში არიან და სიტყვიერად და სხვა მეთოდებით ძალადობენ, რაც მათ აქვთ.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს წევრებსა და მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე, ფუნდამენტურ საკითხებზე მანიფესტი შექმნან და ერთობლივად მოაწერონ ხელი. სააკაშვილის თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებასაც უნდა მოიცავდეს.