მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 930 746 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრნენ.
მარნეულის მერიის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინრაქტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 17 სოფელშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს