„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია: „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს.
როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰანს-იურგენ ზახორკა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისაუბრებს თემაზე: “ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the EU Accession of Georgia”.
„ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ