ურსულა ფონ დერ ლაიენი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი – უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, -ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა დაბლოკილია.
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ ს, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს“.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს.
„ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.