ხუნდაძე: ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ

„მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მათი მესმის – რადგან არ აქვთ პასუხები, ამიტომ ხალხის ქუჩაში მოგროვება უნდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ, რომელთა ნაწილი „დედაენის ბაღში“ შეიკრიბა და კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტებმა ჯობს კითხვები და პასუხები მოაგროვონ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ხალხის მოგროვებას, უჯობთ, პასუხები მოაგროვონ. შეუძლიათ – ლეგიტიმური კითხვებიც. მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ასევე, მათგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვაზე, რაც დავსვით და რაც საზოგადოებას აინტერესებს – თუ რა არის ასეთი დასამალი. რეალურად, მათ დასამალი აქვთ შავი ფული, რითაც საზოგადოების აზრის თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ ფორმირება სურთ.“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის- სად არის სამართლიანობა?

იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული