ძალადობა უნდა შეწყდეს – რომის პაპი ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ფრანცისკე გამოეხმაურა. პაპი ფრანცისკე მომხდარის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, საზოგადოებას კი მშვიდობისკენ მოუწოდებს.
პაპის თქმით, ძალადობა უნდა შეწყდეს. მან ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მძევლები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.
“შეშფოთებით და ტკივილით ვუყურებ ამბავს, რომელიც ბოლო საათებში ისრაელში განვითარდა. ძალადობა უნდა შეწყდეს. დავეხმაროთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფ მოსახლეობას მძევლების გათავისუფლებაში. ვილოცოთ მშვიდობისთვის. საკმარისია ომი. კმარა ძალადობა,”- აცხადებს პაპი ფრანცისკე.

ასევე დაგაინტერესებთ