ვოლოდიმირ ზელენსკი – ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის ფართო კონფლიქტის საფრთხეს – ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან

უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ ში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება ს მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ირანის მიერ ს წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს და ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან. ტერორის იარაღის Shahed-ის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთნაირია. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მსოფლიო დისკუსიების დაწყებას ვერ დაელოდება.
„სიტყვები არ აჩერებს დრონებს და არ იგერიებს რაკეტებს, ამის მიღწევა მხოლოდ ხელშესახები დახმარებითაა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო