ჯონ კირბი – ჯო ბაიდენი არ თვლის, რომ ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი არ თვლის, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
ABC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, ჯონ კირბის ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი შემდგომი ესკალაცია.
„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა საჭიროა“, – განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ბაიდენი მუშაობს დიპლომატიური კუთხით და ამ მიზნით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მოიწვია.
“ის, რაც ისრაელმა წუხელ აჩვენა, იყო თავდაცვის წარმოუდგენელი უნარი. ძალიან ცოტამ შეაღწია და ზიანი იყო არაჩვეულებრივად მსუბუქი”, – დასძინა კირბიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ -ს არ სურს ესკალაცია. „უახლოესი საათები და დღეები ბევრს გვეტყვის“, – დასძინა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები