ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ ს როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარულად –
საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია და მზად არის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით სასაუბროდ.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო