ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ისრაელის ავიახაზების, El Al-ის განცხადებით, მათ ოპერირება განაახლეს და ფრენის განრიგის რაც შეიძლება მალე სტაბილიზაციის მიზნით მუშაობენ.
ავიაკომპანიამ დღეს ევროპაში, დუბაისა და მოსკოვში 15 ფრენა გააუქმა, ასევე თვითმფრინავები, რომლებიც ბანგკოკიდან და ფუკეტიდან აფრინდნენ, იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.
უფრო მცირე ზომის ავიაკომპანია Arkia-მ განაცხადა, რომ ფრენის განრიგის კორექტირების პროცესშია.
შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით.