იორდანიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერიეს

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ.
იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორმ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია.
”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა”,- განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა.
მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა – მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!