რეგიონში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შიფა ალ-სუდანი 13 აპრილს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, შეხვდება.
თეთრი სახლის ცნობით, “საერთო პრიორიტეტების კოორდინაციისა” და ერაყსა და სირიაში აშშ-ის მიერ მართული ანტიჯიჰადისტური კოალიციის “სამხედრო მისიის ევოლუციის” განსახილველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყის ლიდერს 15 აპრილს მიიღებს.
ერაყის ლიდერი ეს ვიზიტი ხდება იმ ფონზე, რაც ირანი შურისძიებით დაიმუქრა სირიის დედაქალაქ დამასკში მის საკონსულოზე განხორციელებული სასიკვდილო იერიშის გამო, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე თქვა, რომ “ადრე თუ გვიან” ის ისრაელზე თეირანის თავდასხმას ელოდება.
ირანმა პირობა დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდის ისრაელს დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმის და მისი „გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრის მკვლელობის გამო.
5 აპრილს თეირანში დაასაფლავეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) შვიდი წევრი, რომლებიც დაიღუპნენ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის დროს. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეჭირათ დაღუპულების ფოტოები და პლაკატები წარწერით “სიკვდილი ისრაელს” და “სიკვდილი ამერიკას”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაარტყამს ყველას, „ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს“ ან გეგმავს ამას.
ისრაელს საკონსულო დეპარტამენტზე თავდასხმის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.