ფილიპინების პრეზიდენტი – აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის

აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის, – ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა -ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ერთად გამართული სამი ქვეყნის სამიტის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, სამმხრივი შეთანხმება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს დინამიკას შეცვლის, დინამიკას, რომელსაც ჩვენ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო ვხედავთ“, – განაცხადა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა.
ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა, ფუმიო კიშიდამ და ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის სამიტის სამიზნეს ჩინეთი არ წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ