კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეორე ვადით უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
„დირექტორთა საბჭომ ქ-ნი გეორგიევა მისი მმართველობის პერიოდში, მთელ რიგ მნიშვნელოვან გლობალურ შოკებთან გამკლავების გამო, ძლიერი და მოქნილი ხელმძღვანელობისთვის შეაქო“, – ნათქვამია განცხადებაში.
კრისტალინა გეორგიევამ დირექტორთა საბჭოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ელის.
ცნობისთვის, კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ