ივა ფეზუაშვილი: საქართველო, საქართველოს ისტორიის და კულტურის მტრებს ვერ დარჩებათ. ასე მწამს !

მწერალი ივა ფეზუაშვილი:
„ის, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, პირველ რიგში ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს!
ამათი ბოდვების წინააღმდეგ, ჩვენი საღი აზრი დგას.
ამათ მონობას თავისუფლებით ვუპირისპირდებით!
ამათი ერთობა მოგონილია, ჩვენი ერთობა კი ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩევანის დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
ამათ ამომრჩეველი არ ჰყავთ, ამათ ჰყავთ ბენეფიციარები.
ამათი მომხრეები არიან – კორუმპირებული, დილეტანტი, ახალი წითელი ინტელიგენტები.
ამათი პროპაგანდა იაფფასიანი, ვულგარული და გაცვეთილია.
შიშის და ტერორის გარდა არანაირი ინსტრუმენტი არ აქვთ და შიშითაც უფრო მათ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, მათი დღეები დათვლილია.
ესენი წავლენ!
წავლენ არჩევნებით!
სხვა შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს რომ წავიდეთ…
ჩვენ კი ვერ წავალთ, ძალიან ბევრი სისხლია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღვრილი და ძალიან ბევრი წინა თაობის ვალი გვაქვს, ვერ გავიქცევით!
ესენი კი მხოლოდ ჩვენ მტერთან არიან ვალში და მხოლოდ ჩვენი მტრის წინაშე გრძნობენ ვალდებულებებს!
საქართველო, საქართველოს ისტორიის და კულტურის მტრებს ვერ დარჩებათ.
ასე მწამს !
ესენი წავლენ!“, – წერს ფეზუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა