უკრაინამ და რუსეთმა 120-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცის ცხედრების გაცვალეს

99 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ჩაიტანეს კიევში, იტყობინება უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბი 12 აპრილს.
„დაბრუნებული იქნა დონეცკში დაღუპული 77, ზაპოროჟიეს რეგიონში – 20 და ორი – ხარკოვში დაღუპული დამცველის ცხედრები,” წერია Facebook-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ამავდროულად, რუსული საინფორმაციო საიტი RBK-ი, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, შამსაილ სარალიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთს გადასცეს 23 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი.
ცხედრების გაცვლა განხორციელდა 29 მარტსაც, მაშინ რუსულმა მხარემ მიიღო 29, ხოლო უკრაინამ – 121 ცხედარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი