მარტის ბოლოდან ჩინურმა ბანკებმა დაიწყეს რუსული კომპანიების გადახდების დაბლოკვა ელექტრონიკის, კერძოდ სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების (DSS), ლეპტოპების და სხვა ტექნიკის ასაწყობი კომპონენტებისთვის. ამის შესახებ რუსული მედია ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, საუბარია კომპლექტებზე, რომელიც მოიცავს პროცესორებს, მოწყობილობის ქეისებს, ეკრანებს და ა.შ.
ამავდროულად, ტრანზაქციები დაბლოკილია იმ კომპანიებისთვისაც კი, რომლებიც რუს კლიენტებთან დებენ გრძელვადიან კონტრაქტებს ელექტრონიკის კომპონენტების მიწოდებაზე.
ჩინეთის, ასევე თურქეთისა და ყაზახეთის გავლით გადახდების პრობლემები 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ამ დროს ძალაში შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანება, რომელიც უცხოური ფინანსური ორგანიზაციებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ისინი რუსეთის მიმართ შემოღებულ შემაკავებელი ზომებს დაარღვევენ.