“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას, სადაც ოლაფ შოლცმა უმკაცრესი გზავნილები გაახმოვანა რუსულ კანონთან დაკავშირებით და ამბობს:
ველოდებოდი, რომ იქნებოდა ასეთი შეფასება და გზავნილები, სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი – პირველი, რომ გამოიწვიოს კანონპროექტი უკან და დაუბრუნდეს 9 პუნქტის შესრულებას, რაც არის მოსახლეობის არჩევანი, რომ სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ან მეორე არჩევანი, რაც არის ძალიან ცუდი არჩევანი მათთვის, პირველ რიგში, რომ დეკლარირებულად დაადგეს რუსეთის გზას, რასაც დიდი ხანია ვიძახით, რომ ისინი ადგანან, ასე, რომ დაველოდოთ რამდენიმე დღე,.