ლაზარე გრიგორიადისი უდანაშაულოა.
სასამართლოს ყველა ექსპერტის ჩვენება არის ლაზარეს სასარგებლოდ. ლაზარე ექსპერტმა ვერ ამოიცნო მოლოტოვის სროლის კადრში. ვერ ამოიცნო მანქანის დაწვის კადრში. ვერ. არ არსებობს ლაზარეს კადრი სადაც მოლოტოვს ისვრის. ასევე ვერ აღმოაჩინეს ბენზინის კვალი მის ტანსაცმელზე. ნახეს მხოლოდ უმცირესი კვალი ნავთობპროდუქტის და ეს შეიძლება იყოს სუნამოც კი, ისეთი კვალია. ანუ ჩემი ტანსაცმელი რომ წაიღონ, ჩემზე მეტი კვალი იქნება. და ვერ ისვრი ეგრე სუფთად ბენზინში დასველებულ ჩვრიან ბოთლს. ასევე ამოღებული შარვლები და საერთოდ ლაზარეს გარდერობში შარვლები არის ფართო ტოტიანი. მანქანის დაწვის ვიდეოში – ვიწრო. არ იცმევს ის ბიჭი ვიწრო შარვლებს. ლაზარეს წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ პოლიციელების ჩვენება. 2 პოლიციელი ამბობს, რომ დაინახა როგორ ისროლა ნიღბიანმა მოლოტოვი, სროლის შემდეგ მოიხსნა ნიღაბი, და დადგა ხალხის წინ. ესენი აკვირდებოდნენ 5-7 წუთი. 2 პოლიციელი კი ამბობს, რომ დაწვა მანქანა ნიღბით, დაწვის შემდეგ მოიხსნა ნიღაბი და დადგა ხალხის წინ. და ესენი აკვირდებოდნენ. არცერთს 4-იდან არ გადაუცია რაციით. ერთმა თქვა, რავი მეთქი ბევრი ხალხია და ვინმე გადასცემსო. თუ მისი კოლეგა დაწვა ვიღაცამ, შენ უყურებ, სახეზე ხედავ და რაციაში არ ამბობ? არცერთს 4-იდან არ გადაუღია ფოტო ან ვიდეო. მე მიღებენ აქციას როცა ვაორგანიზებ. პოლიციელის დაწვაზე არ გაახსენდათ. არცერთს არ დაუწერია რეპორტი არც იმ დღეს, არც მეორე დღეს, არც ერთ კვირაში. მარტო მაშინ დაარტყა თავში ოთხივეს, ლაზარეს ჩასმა რომ დასჭირდათ. 4-ივემ წვრილად აღწერა თვალის ფორმა, ფერი, ტუჩი, ცხვირის ფორმა. არცერთს აქვს აღწერაში ტატუ. პირადობის ფოტოთი აღწერეს. ლაივში არცერთს უნახავს ლაზარე, პირადობის ფოტოში ტატუ არ აქვს. 21 წლის უდანაშაულო ადამიანს აი ასეთი მტკიცებულებებით 9 წლით სვამენ ციხეში. ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს უნდა დაეწიოს ამ საზიზღარი და აღმაშფოთებელი უსამართლობის ცოდვა. ყველა დამბრალებელს, ყველა ცილისმწამებელს საკუთარ ოჯახზე უნდა აუხდეს ცილისწამების ცოდვის სიმძიმე.
და ყველა, ვინც არ გააკეთებს ყველაფერს რაც ამ უსამართლობის გამოსასწორებლად შეუძლია, თანამონაწილეა.