“მისი პასუხისმგებლობაა უდანაშაულო კაცი ციხეში დარჩება, თუ გათავისუფლდება” – ჩერგოლეიშვილი

მეგობრებო, მე არაფერს ველი.
მე მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდზე ვაგებ პასუხს და ვმოქმედებ, არაფერს ველი. პრეზიდენტს ევროპულმა საქართველომ გაუგზავნა დეტალური ახსნა იმისა, რომ ლაზარეს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ის უდანაშაულოა. ეს იყო ჩვენი მოქმედება. ამის შემდეგაც მოქმედება იქნება და არა ლოდინი. მოქმედება კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება არავის, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში ტოვებს. პრეზიდენტის მოქმედება მისი საქმეა. მისი პასუხისმგებლობაა უდანაშაულო კაცი ციხეში დარჩება, თუ გათავისუფლდება. ჩვენი მოქმედება – ჩვენი. და ჩვენ არაფერს ველით.
ჩვენ ვიმოქმედეთ და საქმე გავშიფრეთ, რომ ვისაც აინტერესებს, ყველას უტყუარი ინფორმაცია ჰქონოდა ლაზარეს უდანაშაულობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი