ველით შეწყალებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რითაც მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ განაჩენს ეხმაურება.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.