ლაზარე გრიგორიადისის დედა – მჯერა, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს

მარტის აქციებზე დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედას, თამთა კალანდაძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი, მის შვილს შეიწყალებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
„დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადის შესაძლო შეწყალების თაობაზე რაიმე მინიშნება, დედამ უპასუხა, რომ არაფერი ყოფილა.
„ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, მას ეს საკითხი მიაწოდეს და ინფორმირებულია“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
მან აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ელოდა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი