გია აბაშიძე: ამგვარი ფარისევლები როცა მწარდებიან, ესე იგი მმართველი გუნდი ძალიან სწორად მოქმედებს

ნაცსექტის ერთ-ერთი სამარცხვინო პროპაგანდისტი, “უბორნიის მწერალი” აგრძელებს “სახელოვანი” მამის ტრადიციას ტოქსიკურობაში, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე ეხმიანება ლაშა ბუღაძის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლითაც მან გააკრიტიკა. ანალიტიკოსის თქმით, როდესაც ლაშა ბუღაძის მსგავსი ადამიანები მწარდებიან, ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სწორად მოქმედებს, ვინაიდან ბუღაძე ანგარების გამო ყველაფერს იკადრებს.
“ნაცსექტის ერთ-ერთი სამარცხვინო პროპაგანდისტი, “უბორნიის მწერალი” ლაშა ბუღაძე აგრძელებს “სახელოვანი” მამის ტრადიციას ტოქსიკურობაში. ამგვარი ფარისევლები როცა მწარდებიან, ესე იგი მმართველი გუნდი ძალიან სწორად მოქმედებს. კოლექტიური ბუღაძეების ე.წ. პატრიოტიზმი არსად გაიშვას. ამგვარი სუბიექტებისთვის უმთავრესია ანგარებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამო ყველაფრის კადრება. მსგავს სასოწარკვეთილთა კონვულსიები გაგრძელდება. ბოლომდე უნდა წარმოაჩინონ თავიანთი უბინძურესი ბუნება.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?