ევროპარლამენტმა უარი თქვა ევროკავშირის საბჭოს დაფინანსებაზე მანამ, სანამ უკრაინას ახალი „პატრიოტები“ არ მიეწოდება

ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას „პატრიოტის“ სისტემებს დამატებით ვერ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეხვედრაზე დამსწრე ევროპელ დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინიციატივა ეკუთვნის ევროპელ დეპუტატსა და ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გი ვერჰოფსტადტს, რომელმაც წამოაყენა წინადადება, საბჭოს ბიუჯეტის დამტკიცება დღის წესრიგიდან ამოიღონ მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იპოვიან 7 „პატრიოტის“ სისტემას, რომლებიც ახლა უკრაინას ძალიან სჭირდება.

გადაწყვეტილებას მხარი 515-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 62 იყო.

„ევროპარლამენტი საბჭოს ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარს ამბობს მანამ, სანამ ევროკავშირის საბჭო არ გადაწყვეტს, უკრაინას „პატრიოტის“ დამატებითი სარაკეტო თავდაცვის სისტემებით მხარი დაუჭიროს!“, – დაწერა გი ვერჰოფსტადტმა სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ