გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრომაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ბიწმენდი, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, კობიაანთკარის, ფარნავაზის, მწითურის და მიმდებარე სოფლებში; 13:35-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის რაიონის სოფლებში მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება