რუსეთმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ რაკეტა „ანგარა А5“ გაუშვა

რუსეთმა “ვოსტოჩნის” კოსმოდრომიდან 11 აპრილს განახორციელა რაკეტმზიდის საცდელი გაშვება.
მანამე ტექნიკური მიზეზებით გაშვება ბოლო მომენტში ორჯერ გადაიდო.
Reuters-ის ცნობით, „ანგარა А5-ის“ სტარტი რუსეთის პოსტსაბჭოთა კოსმოსური ამბიციების და „ვოსტოჩნის“ მზარდი როლის დემონსტრაციაა.
რაკეტმზიდის გაშვების წინა მცდელობები ძრავის ამოქმედების მართვის სისტემაში უწესრიგობის გამო ვერ განხორციელდა.
თავდაპირველად სტარტი დაგეგმილი იყო 2023 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ ის შემდეგ 2024 წლის პირველ კვარტალში გადაიტანეს.
რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ბლოკი „ორიონი“ გამოსაცდელი სასარგებლო დატვირთვით.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!