უკრაინამ ლიეტუვისგან დრონების საწინააღმდეგო სისტემები და გენერატორები მიიღო

ლიეტუვამ ს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს.
„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება ს სასტიკი აგრესიით“, – აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. გუშინ კი კიევს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი ეწვია. მან უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.