გიორგი კალანდარიშვილი – როცა საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და საარჩევნო რეგისტრაცია მოითხოვონ

მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, ემიგრანტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალანდარიშვილი დარწმუნებულია, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ინფორმირებას.
„არჩევნების დანიშვნის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რომელიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ეს ცესკოსთვის შემდგომ ხდება საფუძველი, რომ შექმნას საარჩევნო უბნები შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – ეს არის საელჩო და საკონსულოები. ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ამის მიღმა ამომრჩევლებს, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში, მას შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის იმ სტანდარტსა და პრაქტიკაში, რომელიც დღეს არათუ ევროპული ქვეყნების, არამედ მის მიღმა მსოფლიო მასშტაბით არსებობს, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნების შექმნას და შესაბამისად, ამ მიმართულებით სრულ თანხვედრაშია ჩვენი გამოცდილება ამ ყველაფერთან. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას, მათ შორის, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებას”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს