გორი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებს მეორედ უმასპინძლებს

გორი ძაღლების საერთაშორისო გამოფენებს მეორედ უმასპინძლებს. გამოფენები სახელწოდებით “Georgian Spring 2024″ და “Golden Cup 2024” 13 და 14 აპრილს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია როგორც ძაღლების ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება, ასევე კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.
ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
გორის მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის