ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. „ლიეტუვაში „სამი ზღვის სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავედი. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა მთავარ ამოცანას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.
„რუსული ბოროტება საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყანას უქმნის და ყველას, ვინც საერთაშორისო სამართალს აფასებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!