რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 2 მებრძოლი გაანეიტრალეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყაბარდო- ბალყარეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 2 მებრძოლი გაანეიტრალეს.
„სროლის შედეგად დაღუპული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი ბანდიტური დაჯგუფების წევრები რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე დივერსიული და ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ“, – ნათქვამია ს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ავტომატური იარაღები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
ადგილზე ოპერატიული სამძებრო სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს