რუსმა მილიარდერმა ბრიტანეთის სასამართლოში სანქციებთან დაკავშირებული საქმე მოიგო

რუსმა მილიარდერმა მიხაილ ფრიდმანმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა პიოტრ ავენმა იშვიათი გამარჯვება მოიპოვეს ევროკავშირის სასამართლოში იმ სანქციების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ეკონომიკურმა ბლოკმა დაუწესა. მოგებული დავის მიუხედავად, ისინი ამ დრომდე სადამსჯელო ზომების მოქმედების ქვეშ რჩებიან.
ევროკავშირის სასამართლომ (ECJ), რომელიც ეკონომიკური ბლოკის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, 2022-2023 წლებში რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა იმ მიზეზით, რომ ბლოკმა ვერ უზრუნველყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ისინი მხარს უჭერდნენ კრემლის ქმედებებს ან პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და რომ ბატონი ავენისა და ბატონი ფრიდმანის სადავო სიებში შეყვანა არ იყო გამართლებული“, – ნათქვამია ლუქსემბურგის სასამართლოს განცხადებაში.
გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის უხერხულობას იწვევს, მაგრამ მას მყისიერი ცვლილები არ მოჰყოლია. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1700-ზე მეტ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც ს მიერ 2022 წელს ში დაწყებულ სულმასშტაბიან ომში უშუალოდ ჩართულად ან მისით სხვაგვარად მოსარგებლედ მიიჩნევენ.
ფრიდმანმა რუსულ მედია “არ-ბი-სის” განუცხადა, რომ ის და ავენი “კმაყოფილები” იყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს სჯერა, რომ ასეთი სანქციები უკანონო და დესტრუქციულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი ტექნიკა და ღამისთევისთვის საჭირო საშუალებები პოლიციას აქვს წაღებული – გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ