მარადიშვილი და საქართველოს ნაკრები დიდი ხნით გამოირიცხა – ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულია

რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაში მყოფ 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც ამჟამად იჯარით “ნიჟნი ნოვგოროდში” ირჯება, უქმოობა დიდი ხანი მოუწევს.
ადგილობრივი პრემიერ ლიგის გასულ ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე “კრასნოდარს” უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
სამედიცინო გამოკვლევებმა დაადგინა, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაშავებული და გერმანიაში ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
მარადიშვილი ოპერაციის შემდეგ 7 დღე გერმანიაში გაჩერდება, შემდეგ ნიჟნი
ნოვგოროდში დაბრუნდება და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებს, რომელიც სავარაუდოდ, დიდხანს გასტანს.
შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში