მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და პირადი რეკორდი – “სპურსმა” “მემფისი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “მემფის გრიზლსს” ესტუმრა და 102:87 დაამარცხა.
ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მოხსნებში პირადი რეკორდი დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ ვემბანიამა გახდა. ფრანგმა 18 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 7 დაფარება დააგროვა.
“მემფისიდან” ბრენდან კლარკმა 14 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
ამრიგად, “სპურსი” 20 მოგებითა და 59 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს,
გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 11 აპრილს, “ოკლაჰომა სითი თანდერის” წინააღმდეგ გამართავს.
“მემფისი” 27 გამარჯვებითა და 52 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, “გრიზლსი” 11 აპრილს, “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდება.