პეტრას აუსტრევიჩუსი “თავისუფლების მარშზე” – ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს.”
“ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , – წერს აუსტრევიჩუსი.
თბილისში, “თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”.