უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

8 აპრილს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულმა ს თავდასხმებმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
რეგიონის გუბერნატორმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაშავდა სამხრეთ ქალაქ ზაპორიჟიეში. დაზიანდა სამრეწველო შენობა, შვიდი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხი მართვადი ბომბი ჩამოვარდა ქალაქ ბილოპილიაში, ჩრდილოეთ სუმის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა მ, თავის ღამის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ თავდასხმა მიზნად ისახავდა 15,000-იანი ქალაქის ცენტრზე შეტევას. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები საღამომდე გაგრძელდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია მაღაზიები და საკრებულოს შენობა.
ცენტრალური პოლტავას ოლქის გუბერნატორის თქმით კი, რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 დაშავდა და რამდენიმე საცხოვრებელი დაზიანდა. გუბერნატორს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ რაიონში მოხდა თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და ამიტომაა, რომ ათასი მოძალადიდან მხოლოდ ოცია დაკავებული – საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს – ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ