პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

რემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება.

„ნამდვილად, ასეთი კონტაქტები იგეგმება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონის გათვალისწინებით მათი მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის გაგება არსებობს, მაგრამ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს ჩინეთში ვიზიტი შესაძლოა, უმაღლეს დონეზე მომავალი კონტაქტებისთვის მზადებად ჩაითვალოს.

ცნობისთვის, გასულ თვეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მაისში შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება