მამუკა მდინარაძე – არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს

ფაქტია, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ და რეალურად, ამავდროულად და უფრო მეტად ჩვენი მომავალი თაობის, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას პასუხი კი არ აქვს, არამედ „დგანან პროპაგანდის მხარეს“.
„ნამდვილად არ ვიცი ვინ ჩაერთვება, მაგრამ, ფაქტია, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ და რეალურად, ამავდროულად და უფრო მეტად ჩვენი მომავალი თაობის, არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია, ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. პასუხის არ გაცემა არ შეიძლება. პოზიცია ან გაქვს ან არ გაქვს. პოზიცია არ აქვთ კი არა დგანან მეორე მხარეს და თუ ამას მაბრალებ, უკაცრავად მაშინ დააფიქსირონ პოზიცია, მხარი დაუჭირონ ჩვენს საკონსტიტუციო კანონპროექტს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ