“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ იტალიასთან მატჩში ბრაიან კრისტანტეს მიერ უკრაინელი მიხაილ მუდრიკის წაქცევის გამო მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა.
“მართლი გითხრათ, რაც უკანასკნელ ხანს ვნახე, იტალიამ უკეთ ითამაშა, ვიდრე უმეტეს შემთხვევაში და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურა. უკრაინა ომის გამო მოტივირებული იყო, ჰქონდა ოცნება, მაგრამ ეს რეალობად ვერ იქცა. ადვილი რომ იყოს, ეს ოცნება არ იქნებოდა.
არავის უნდა ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც გუშინ საღამოს უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ”, – ციტირებს დე ლაურენტისს Football
Italia.
შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის “სკუადრა აძურას” მწვრთნელად დანიშვნის გამო, დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ამაოდ ითხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას.