ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს სწირავს

ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს სწირავს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ერდოღანი „ჰამასის“ მხარდასაჭერად თურქი ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს კიდევ ერთხელ სწირავს“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, საპასუხოდ, ისრაელი იმ პროდუქციის გაფართოებულ სიას მოამზადებს, რომელთა ექსპორტშიც თურქეთს ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, დღეს, თურქეთმა ისრაელს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს.