ლევან ცუცქირიძე – ყველა ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება რუსეთის პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან

ყველა ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება ს პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ ეს კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ “მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან მიმართებით „ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და წინააღმდეგობა უნდა იყოს კონსტიტუციური, არაძალადობრივი და მშვიდობიანი“.
„ორი მთავარი საფრთხე, რაც დღეს საქართველოს აქვს: ეს კანონი არარსებულ პრობლემას ებრძვის, სინამდვილეში ამ კანონით საქართველოში მოხდება დემოკრატიის გაუქმება და მისი ევროპული კურსის დამთავრება. ყველა ევროპელმა ლიდერმა, ყველა ევროპელმა პარტნიორმა, ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ, -მ, თუ ვინმეს უნდოდა წაკითხვა, რას ფიქრობდნენ ევროპაში ამ კანონთან დაკავშირებით, ყველამ წაიკითხა და მოისმინა. ყველამ ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება რუსეთის პრესსამსახურის, პუტინის და პესკოვის გარდა, რომ ეს კანონი შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. ჩვენი ძალა არის გამჭვირვალობაში, დემოკრატიაში და სოლიდარობაში. ყველა თანხმდება შემდეგ რამეზე – ეს კანონი არის დაუშვებელი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და წინააღმდეგობა უნდა იყოს კონსტიტუციური, არაძალადობრივი და მშვიდობიანი“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება