ზურაბ ჯაფარიძე – დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ – საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული

დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კანონის მიღებით „სასწორის პინაზე დევს დასავლეთისკენ წასვლა, ან რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენა“.
„ამ კანონის მთავარი საფრთხე ის არის, რომ დაიკეტება ჩვენთვის ყველანაირი კარი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ამას გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან დასავლელი პარტნიორები. რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ქვეყნის სხვადასხვა „ავატარებმა“, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მარტივი ამბავია და არჩევანი ძალიან კონკრეტულია. სასწორის პინაზე დევს ან მივდივართ დასავლეთისკენ, ან ვხვდებით რუსეთის გავლენის სფეროში და ვრჩებით კაცმა არ იცის რამდენი ხნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განიხილება ამ კანონის მიღება, ორმაგი სტანდარტი ხომ არ ჩანს დასავლელი პარტნიორებისგან, როდესაც საქართველოს კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „იქ სულისკვეთება არის სხვა“.
„დასავლეთში როდესაც იღებენ მსგავს კანონებს, ისინი გასაგებად არის მიმართული რუსული და ჩინური ინტერესების წინააღმდეგ. საქართველოში მოუსმინეთ მდინარაძის ბრიფინგს და ნახავთ ვის წინააღმდეგ არის მიმართული. რანაირად არის სულისკვეთება, თავს ისულელებთ თუ ჩვენ გვასულელებთ? მდინარაძე დასავლეთს ახსენებს, არ ახსენებს არც რუსეთს და არც ჩინეთს. რა არის ამაში გაუგებარი? არა, იგივე კანონი არ არის. დასავლეთში არ ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ეს კანონი მიმართულია ამისკენ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე დაგეგმილ მარშს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ