ბადრი ჯაფარიძე – თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ, ამიტომ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ

დღევანდელი დღე არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, არის გამარჯვების დღეც, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.
მან პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ თავისუფლებისთვის ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა, მაგრამ 1991 წელს ამ თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. ამიტომ, ცხადია, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს წნეხისგან, რომელსაც ყოველთვის განვიცდიდით ამ წლების განმავლობაში ჩრდილოეთ მეზობლის, ს მხრიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ ყოფილა და არ იქნება მარტო.
„ჩვენთან ერთად იქნებიან ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორები, და ევროკავშირი. ქართველი ხალხი ყოველთვის იგრძნობს მხარდაჭერას და ყოველთვის ერთობლივად გავუწევთ წინააღმდეგობას იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ვართ”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ